მაკროეკონომიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტია.
2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ 2 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 107 ქვეყანაში, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის თვის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს აქვეყნებს.
ყაზახეთმა თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი, იანვართან შედარებით, 38%-ით გაზარდა.
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს იმპორტი 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული.
ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.