
პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები.

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.

2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808 მილიონ ლარს.

რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო მოხელეებმა, შესაძლოა, მობილობით ვეღარ ისარგებლონ. შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი.

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ დღეს ბიუჯეტის განხიოლვისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.