ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამინისტროს გუნდთან ერთად, შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 მლნ 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
ქართული პროდუქციის ექსპორტი 4.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლონდონში გამართული საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შეფასებისას.
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებაზე, ასევე გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონი მკაცრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტლის ბოლოსთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა.