
ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს -ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს,- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ეკონომიკური მონაცემები.

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ნოემბრის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს.

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა.

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით [201 ლარით] 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიურ ხელფასს საქსტატი გადასახადების ჩათვლით თვლის.

ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.