გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება – პუტინი
გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას აქვეყნებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ვკითხულობთ, მიზეზად უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტები, რასისტული თავდასხმები და რელიგიური შეუწყნარებლობა სახელდება, რის მაგალითადაც მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოყვა.
ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.
პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს.
აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება, – ამის შესახებ ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა.