თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.
უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადასტურებს.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.
უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რათა დაამარცხოს რუსი "გოლიათი".
ევროპის ჩრდილოეთით ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული სამხედრო ხომალდები გამოჩნდნენ, - ინფორმაციის ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.