დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი ქვეყანა. ბრიუსელში, სამხედრო ალიანსის შტაბ-ბინის თავზე 31-ე წევრი სახელმწიფოს დროშა საბოლოოდ აღიმართა.
კრემლში აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.
ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. პროცედურების თანახმად, ბრიუსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს.
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
კანადის პოლიციამ და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აკვესანის ტერიტორიაზე, აშშ-ის საზღვართან ახლოს 8 ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა.
ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.