ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა მდინარე ტუმენზე პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს.
სექტემბრის ბოლომდე ევროკომისია ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შეზღუდვებისა და დაცვის ზომების შესახებ წინადადებებს წარადგენს.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც, ქვეყნის ელექტროქსელის დასაცავად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უცხოური ელექტრომოწყობილობების გამოყენება აკრძალა.
აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში მარკეტპლეის Wildberries-ის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრზე წუხელ დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ „ბასიჯის“ გასამხედროებული დაჯგუფების მეთაურმა, ჰოსეინ ტაებმა განაცხადა.
კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაშავებულია 570 მოქალაქე.
ევროკავშირმა, კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, სამაშველო და დახმარების ოპერაციების მხარდასაჭერად ჩვენი სატელიტური პროგრამა, „კოპერნიკუსი“ აამოქმედა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულას ოლქში Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.