ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს.
გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაბომბვებს შეაჩერებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, 1000 დოლარის ოდენობის ჯილდო გადაუხადოს არალეგალურ იმიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე „ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ იქნება. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს ახლა აქვს საკმარისი ძალა და რესურსები უკრაინაში ომის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად.