ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
ისრაელში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძარმა ქვეყნის დედაქალაქ იერუსალიმამდე მიაღწია.
ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას, რადგან მას სურდა, დაცული ყოფილიყვნენ.
30 აპრილს აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.
დონალდ ტრამპი საავტომობილო ინდუსტრიისთვის ტარიფების შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ვიტყოდი, რომ პუტინს ომის შეჩერება სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ბრიუსელის აეროპორტიდან დღეს დაგეგმილი ყველა ავიარეისი გადაიდო, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.