
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მაღალი ტემპერატურის გამო აკროპოლისი ვიზიტორებისთვის დაიხურა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე კვირაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ხორვატიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი სროლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.


პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა ცოტა ხნის წინ პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, დონალდ ტრამპი დაშავებულია.

შვედეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას აძლევს. შვებულების აღება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან სამი თვის განმავლობაში.

ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გამოეყვანათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.