ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების შემოღება საპასუხოდ კანადისთვის ტარიფების გაორმაგებას გამოიწვევს.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო“ და „გამოსწორების დროა“.
უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს.
ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არც კი განიხილავს, თუმცა არ იცის რა იქნება მომავალში.
ზელენსკის მარადიული ომი სურს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი X-ზე წერს.