უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბადრი კვარაცხელია დაიღუპა.
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით .
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო. საუბარია ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებზე.
მოლდოვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას რუსული გაზის მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, - ინფორმაციას Euroactive-ი ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას შესთავაზა, საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლას დათანხმდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.