მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი გამარჯვებულია ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რამდენიმე შტატმა ადრეული ხმის მიცემის პროცესში აქტივობის რეკორდი დაამყარა.
მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.
მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ამ მომენტისთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია და ეს საკითხი ახლა დღის წესრიგშიც კი არ დგას.