შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 61 კმ-ში, დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო საიმპორტო ტერმინალებს დაავალა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიღებაზე უარი თქვან. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ერთმანეთის ნახვით დიდი სიამოვნება მივიღეთ და ინაუგურაციამდე კიდევ ერთხელ შეხვედრას ვგეგმავთ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
კუბაში, გრანმის პროვინციაში, ბარტოლომე-მასოს მუნიციპალიტეტთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მოდით, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თეთრ სახლში მიწვევა მიიღო.
ის, რაც დღეს ამერიკამ დაინახა, იყო კამალა ჰარისი, რომელსაც ვიცნობ და ღრმად აღფრთოვანებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.