რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის მასობრივი ღონისძიება - დუბაის ფიტნეს გამოწვევა (Dubai Fitness Challenge (DFC) 2024 იწყება.
საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა.
რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები განახორციელა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა და უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.