ჩვენ უშუალო თვითმხილველები გავხდით, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ 15 რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფო უკრაინას, 162 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში, 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი აცხადებს, რომ პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია.
პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში, მუსა ხელის უბანში მოხდა.
რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხები: Baza, Mash და Astra ავრცელებენ.