
ევროკომისია უნგრეთს ორთვიან ვადას აძლევს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს.

ძლიერი ტორნადოს გამო აიოვას შტატში მდებარე ქალაქ გრინფილდში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ტორნადოს შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

დუბაისრიფის(Dubai Reef)პროექტიხელოვნური რიფის პირველი მოდულების წარდგენით გაიხსნა. პროექტიდუბაისეკოლოგიურმდგრადობაშიმნიშვნელოვანწვლილს შეიტანს.

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქში კვირას, 12 მაისს უკრაინის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო.