ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს ინფორმაციას.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ირანში ერთ დღეში სიკვდილით 29 ადამიანი დასაჯეს, - ამის შესახებ „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციაში განაცხადეს.
ბრაზილიის ქალაქ ვინედოში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაღუპულია. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ადასტურებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიშს ეხმაურება.
უახლოეს მომავალში ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ „როიტერი“ ევროპული სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს.
აშშ ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.
რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.