რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა.
რუსმა სამხედროებმა ღამით უკრაინას 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25-ის ჩამოგდება შეძლეს, სამმა „შაჰედმა“ კი რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა.
ფრანკფურტის აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები. ამის მიზეზი კლიმატის აქტივისტების საპროტესტო აქცია გახდა. დემონსტრანტები ასაფრენ ბილიკებთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას კამალა ჰარისთან დებატები სურს.
ევროპის მასშტაბით მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან - ცეცხლის კერები პორტუგალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთშიც გაჩნდა.
23 ივლისს სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქ კატანიაში დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებული ან გადადებულია - მიზეზი კუნძულ სიცილიაზე არსებული მოქმედი ვულკანის, ეტნას მორიგი გააქტიურებაა, რის გამოც, ტურისტული სეზონი იტალიაში შეფერხებით მიმდინარეობს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კამპანიის შტაბის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება.