ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებში თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ ლავროვმა გაეროს გენერალურ ასაბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოცხადდა.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, დაინტერესებულ მხარეებს წინადადებების გაგზავნა 22 ოქტომბრიდან შეუძლიათ. ხოლო წინადადებების მიღების ბოლო ვადად 27 ოქტომბერია განსაზღვრული.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 221 918 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00 სათიდან – 29 სექტემბრის 19:00 საათამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული თეთრია სია, -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში’’ სტუმრობისას განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხარისხის გაუმჯობესებისა და კონტროლის მიმართულებით.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარი გაიხსნას და იყოს კონკურენტუნარიანი, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში’’ სტუმრობისას.