1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულიმ სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში — ღონისძიებაში, რომელიც ცოდნის გასაზიარებლად ინოვაციურ და გასართობ ფორმატებს იყენებს და აერთიანებს როგორც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, ასევე მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს.
გლდანის რაიონში დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Wines of Georgia Grand Tasting“ გაიმართა.