2025 წელს, საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, 2024 წელთან შედარებით, 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს.
აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეაჩერებს ვიზების გაცემას, მათ შორის რუსებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში, – ამის შესახებ ინფორმციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.
შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ტრაგიკული გამოცდილებები უკვე სახეზეა! როგორ ავირიდოთ თავიდან დრამატული შედეგები?