ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
LGG BR - პრემიუმ კლასის მინის მონტაჟისა და მინის კონსტრუქციების კომპანია, რომელიც ხარისხის, სიზუსტისა და ინოვაციის სინთეზს სთავაზობს ქართულ ბაზარს.
21 იანვარს Apple TV-ზე EMMY-ს მფლობელი მრავალენოვანი სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს.
Aqualia-მ CDP-ისგან (Carbon Disclosure Project) - საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელიც გლობალურ გარემოსდაცვით გამჟღავნების სისტემას მართავს, აღიარება მიიღო.
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
აზერბაიჯანის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანამ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს.
საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
კახეთში ფრანგული სტუმართმოყვარეობის სტანდარტები ჩამოდის. შუხმან ჯგუფი აანონსებს საერთაშორისო კოლაბორაციას ფრანგულ პრემიუმ ბრენდ Hotels & Préférence-თან.
ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტს 9 წელი შეუსრულდა. პირდაპირი ფრენების დაწყებამდე თბილისიდან რაჭის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ.