საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, ანუ 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.
პარიზში, ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
აშშ თუ არ იქნება ბედნიერი პუტინის გადაწყვეტილებით, მაშინ ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის ლიდერთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე გააკეთა.
ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა.