ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია.
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 200 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო სტაჟიორების მიღებას იწყებს.
როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყეს.