ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად იწყებს ოპერაციას „აღმოსავლეთის მცველი“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.
ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
მიმდინარე წელს ჩინეთი ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტული, ახალი სამიზნე ქვეყანაა ტურიზმისა და ავიაციის კუთხით, გამორჩეულად საინტერესო მიმართულება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ავიაკომპანია Wizz Air ვენაში მდებარე ბაზას დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.
ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.