საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო ედიკამენტებს მიიღებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მორალურად არასწორია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
თბილისში, დიდ დიღომში "გუდვილის" ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს.
AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის „Dragon Phoenix Wine Consulting“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი, პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.