დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა.
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.
კომპანია „ნემო“ დაარსდა 2021 წელს. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული წყლის მიწოდების რთული პრობლემების სწრაფი, ეფექტური და სტაბილური გადაჭრა.