დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქ. ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცული იყო.
საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით.
„Belagro 2026” ფარგლებში, საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო სექტორში სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაა.
საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველო „3+3 ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.