ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით.
6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 182 210 ყურძნიდან 180 560 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა, რაც მთელი მოსავლის 99%-ია. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 1%-ია უხარისხო და მკვახე.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ, რიგით მეექვსედ დააჯარიმა.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს .
გაზსადენის დაზიანების გამო, ვარკეთილის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 7700 აბონენტს შეუწყდა.
სექტემბერში სურსათის გლობალური ფასები საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.