გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, Red Bridge-ის ორგანიზებით, იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თებერვალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 17.1%-ით, 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც 100-მდე კვიპაროზის ნერგი დაირგო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდა.
2025 წელი რეზერვების თვალსაზრისით ძალიან დადებითი განვითარება იყო, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება.