ზედა ზღვარი, იგივე რეფერენტული ფასი, დამატებით კიდევ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე დაწესდა. ამის შესახებ „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ.
გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს და მითითებები მისცეს - ჩვენ მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
6-9 აპრილის ჩათვლით, „საქკაბელის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალური ფასები დაგხვდებათ.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.
საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს შესახებ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ავრცელებს.
სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წელის ანგარიშშია აღნიშნული.
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ.