2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.
სი ძინპინს ნოემბერში ჩინეთში შეხვდები და დეკემბერში მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეების ფარგლებში, "ისრაელის სახლის" (Israeli House) ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის სახალხო დიპლომატიას და ხვალინდელ კავშირებს მიეძღვნა.
გადამუშავებული 60 ათასი ტონა ყურძნიდან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო და მკვახე.
„ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებაში კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება,“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.
კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ბანკის განახლებული პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ 2026 წელს 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. ივნისის პროგნოზთან შედარებით, ორივე წლის შეფასება 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.