თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკთან მოზარდი ე.წ. დოქების შენობაში დაიღუპა, რომელიც კერძო საკუთრებაა და დაკეტილი იყო.
როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვდნენ.
ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს - ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივო იყო, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას.
აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში (ასე იყო საქართველოშიც) რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია,- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.
30-31 იანვარს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.