სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ევაკუაციის შემთხვევაში, დაზარალებული, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნებოდა, - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას კითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" "საგამოძიებო კომისიას" პროტესტს უცხადებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 28 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.
სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 4800 აბონენტს შეუწყდება.
გუშინ სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.
ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.