სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად მოსალოდენლია წვიმა და თოვლი.
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
თუმანიშვილის თეატრი მსახიობ გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად ყველა აქტივობას აჩერებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.