"მთავარი არხის" თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას და ეტაპობრივად ხურავს არხს, - განცხადებას ტელეკომპანია ავრცელებს.
ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა - ქართველი ხალხის დასჯის მცდელობაა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ქართულ არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ ამ არჩევნებში,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული - ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 4900-ამდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.