ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ! - პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატური ქართველებისგან!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ჯო უილსონმა განაცხადა.