
კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგული ვრჩებით - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი მოქმედი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.

უკრაინის საგარეო უწყება თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალიან გამოყენებას გმობს.

ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.

კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! - აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს.

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს - მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექიმის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა გამიზნულად იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს.