სასწავლო პროცესის სრული ციკლი როგორც არის განსაზღვრული ევროკავშირში, ის, რა თქმა უნდა, აღარ იქნება საქართველოში და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გავიდეს ბოლონიის პროცესიდან , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ექსპერტმა ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.
საქართველოში, ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. „საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
სამართალდამცველების მიერ, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე, მაგალითად, 2030 წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.