დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციითა და 1 000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკანიანთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრმა დათვალიერების შემდეგ განაცხადა, 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.