ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდათიანს და სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, მსურს, გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში განაცხადა.
საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვატიკანში განუცხადა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს განახლებულ ვებ-გვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ცნობით, ახალი ვებ-პლატფორმა საშუალებას აძლევს „ჯივიპის“ აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ტენდერში კომპანია „არქიტექსმა“ გაიმარჯვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერესთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნათ.
თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.