საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას იწყებს.
თქვენც ხვდებით, ალბათ, რომ ბატონ მაკრონთან კალათბურთზე არ მისაუბრია - რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რაზე ესაუბრა ის დანიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არაერთი არქიტექტურული პროექტის კონკურსი გამოაცხადა და ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორები აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურესბში, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ არქიტექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს.
2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.