საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მინდა ყველას ვუსურვო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ დღეს - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი "ქართული ოცნების" პრემიერს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ჩვენი ვალია საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მთავრობის მეთაური თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღესაა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.
ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.