რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაგანაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა. ამის შესახებ, მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის პერიოდის ეპიზოდს იხსენებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმე პუტინთან კომუნიკაციას ეხება. ამის შესახებ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე, ცოტა ხნის წინ განთავსებულ პოსტში წერია.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია შემოვა.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება.
გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით - ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 28 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.