უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მას შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა და წასულიყო, მაგრამ ის ვერ შეძლებდა ასე ცხოვრების გაგრძელებას.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაღუპულია რუსული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის 11 000-ზე მეტი ჯარისკაცი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის არ იმალება, არავისი ეშინია, კიევში იმყოფება და დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომში გასამარჯვებლად.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ჟიტომირში ორი ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.