უკრაინულმა გამოცემამ, Украинская правда-მ დაადგინა, რომ ჩეცნეთის მეთაური რამზან კადიროვი კიევში არ იმყოფებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიმართვას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატოს გაფართოება გამორიცხულია, თუმცა რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს.
რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Unian-ის ავრცელებს.
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დაადასტურა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც ვოლოდომირ ზელენსკის გადაწყვეტილებით იყო გაწვეული, საქართველოშია. ამასთან, კასიანოვმა განაცხადა, რომ ისინი საომარი მდგომარეობის დროს, უკრაინის დიპლომატიური სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერ გაამხელენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოფიციალურ კიევს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ირანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.