გონივრული ვადა ჩვენ უკვე დავარღვიეთ და ეს გონივრული ვადა იყო დეკემბერი, უნდა მიგვეღწია ვაქცინაციის 60%-სთვის - სამწუხაროდ, ეს ეტაპი საქართველომ გამოტოვა , - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეპიდემია დამთავრდა, საფრთხემ გადაიარა, ჩვენ განსაკუთრებულად მობილიზებული სწორედ ახლა უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში მოიხადოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 632 527 აცრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.
„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „იმედის“ ეთერში „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში "ომიკრონის" წილი მთლიან გავრცელებაში 65%-ია.