"ველოდებით, რომ <პანდემიის მე-6 ტალღის> პიკის დროს 10-15 ათასი გამოვლენილი შემთხვევა გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში ინფიცირებული შემთხვევებიდან 500-700, სავარაუდოდ, ბავშვია.
საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.
წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიით დედა, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.
19-20 იანვარს საქართველოში კვლავ უამინდობა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები.
მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის, - ამის შესახებ